2015-10-23
ბრძანება №:159/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების ობიექტისათვის პერსონალის შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების ობიექტისათვის პერსონალის შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების  ობიექტისათვის პერსონალის შესარჩევად  კონკურსის  გამოცხადების  თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2015  წლის 19 ოქტომბრის №137/02-01 ბრძანების მე-7 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  კვების ობიექტისათვის (მე-10 კორპუსი) პერსონალის  შესარჩევად კომისია შემდეგი შემადგენლობით: 

ა) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი- კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დავით კაპანაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის მენეჯერი (კვების ობიექტები);
გ) ლიკა კილაძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; 
დ) ეთერ ბლიაძე – პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  კვების ობიექტისათვის პერსონალის  შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
3. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                   დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება