2013-08-22
ბრძანება №:93/02-01

,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი №1-ში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, მე-4 პუნქტის და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ბ-ნ ზურაბ გაიპარაშვილის 2013 წლის 19 აგვისტოს №23152/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შევიდეს დამატება ,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო  კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით  დამტკიცებულ დანართი №1-ს  22-ე პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი:
,,23. უნივერსიტეტის წიგნადი ფონდის აღწერის მუდმივმოქმედი ქვეკომისია:
23.1. თამარ გიორგაძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე (ქვეკომისიის ხელმძღვანელი);
23.2. მაია კვატაშიძე – თსუ ბიბლიოთეკის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე;
23.3. თამარ ბაგრატიონი – თსუ ბიბლიოთეკის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე;
23.4.  ირაკლი დვალაძე – თსუ ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე;
23.5. ლია გოგიაშვილი-შარიფაშვილი – თსუ ბიბლიოთეკის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე;
23.5. მაკა გეგეშიძე – თსუ ბიბლიოთეკის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ბიბლიოთეკის გამგე;
23.6. ნინო მახანაშვილი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილების გამგე;
23.7. მაია აბულაძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის აბონემენტის განყოფილების გამგე;
23.8. იზაბელა მანჯგალაძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წიგნსაცავის განყოფილების გამგე;
23.9. ეკა ყაჩმაზაშვილი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიის განყოფილების გამგე;
23.10. ხათუნა ჩუგოშვილი – შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური სამკითხველო დარბაზის გამგე;
23.11. შუშანიკ ასათიანი - სვიმონ ყანჩელის სახელობის სამკითხველო დარბაზის გამგე;
23.12. ლელა ფოფხაძე – გრიგოლ წერეთლის სახელობის სამკითხველო დარბაზის გამგე;
23.13. მანია ხალაძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი;
23.14. ქეთევან ჯმუხაძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი;
23.15.ფიქრია დავითაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი;
23.16. მარინე მერკვილაძე -  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი;
23.17. მაია ოქიტაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი;
22.18. ნინო ჯოლბორდი -  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი;
23.19. მარინე დგებუაძე - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი;
23.20.  მაია კახიანი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი;
23.21. ნაზიკო კაპანაძე - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი;
23.22. ნატო ვაშაკიძე -  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი;
23.23. გურანდუხტ იობაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი”.

2. ბრძანების დაინტერესებულ პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება