ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე სრული პროფესორის დანიშვნის შესახებ (ბრძანება №25/01-03)
01.10.2008 წ
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე სრული პროფესორის დანიშვნის შესახებ
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 23 ივნისის 74/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 29 აგვისტოს #116/02-01 ბრძანების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2008 წლის 14 ივლისის #64/01-01 ბრძანების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
დაინიშნოს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2011 წლის 2 ოქტომბრამდე ზუსტ და
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორის აკადემიურ
თანამდებობაზე:
კომპიუტერული მიმართულება
ალექსანდრე გამყრელიძე
- დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ამავე ბრძანებით განსაზღვრულ პირთან;
- კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
- ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008
წლის 30 სექტემბრის #136 დადგენილება "ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტველო
ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ
თანამდებობებზე არჩევის შესახებ".
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა