2010-04-24
ბრძანება №:208/01-04

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საარჩევნო კომისიების შექმნის შესახებ" რექტორის 2009 წლის 13 მარტის №28/01-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საარჩევნო კომისიების შექმნის შესახებ" რექტორის 2009 წლის 13 მარტის №28/01-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და აკადემიური საბჭოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №295 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 23 ოქტომბრის №22 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის" მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის უზრუნველსაყოფად,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შევიდეს დამატება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საარჩევნო კომისიების შექმნის შესახებ" რექტორის 2009 წლის 13 მარტის  №28/01-01 ბრძანების 1-ლი  მუხლის ,,ა" პუნქტში და დაემატოს შემდეგი კომისიის წევრები:

    სანიკიძე ინგა

    ბრაჭული ირაკლი

    სილაგაძე ნიკოლოზი
  1. ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                             გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება