2016-04-11
ბრძანება №:44/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის “გერმანული ენის პრაქტიკული კურსი: დონე A1”-ის ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის “გერმანული ენის პრაქტიკული კურსი: დონე A1”-ის ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის “გერმანული ენის პრაქტიკული კურსი: დონე A1”-ის დამტკიცების შესახებ რექტორის  2016 წლის 29 მარტის №41/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2016 წლის  01  აპრილის   №12717/02   წერილის  საფუძველზე,

  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:    

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის “გერმანული ენის პრაქტიკული კურსი: დონე A1”-ის ერთი კურსის (კურსის მოცულობა 60 საათი,  3 თვე) ღირებულება 360 ლარი; 
2. სასერტიფიკატო კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად (თვეში 120 ლარი), რაც განისაზღვრება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მსმენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით;
3. სასერტიფიკატო კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 10  მსმენელის არსებობის შემთხვევაში; 
4. სასერტიფიკატო კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 25 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 
5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი, 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                   ერმი ქემოკლიძე            
 

« უკან დაბრუნება