2013-08-12
ბრძანება №:95/01-01

ა(ა)იპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ

ა(ა)იპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს", "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის" მე-7 მუხლის საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით  საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 15 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით.
  2. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 21 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით.
  3. შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 2013 წლის 29 აგვისტო.
  4. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 2013 წლის 2 – 3 სექტემბერი.
  5. საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ შეთანხმების (სტუდენტთან დადებულ მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა) გაფორმება - 2013 წლის 4 - 5 სექტემბერი.
  6. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის  შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 6 სექტემბერი.
  7. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 9 სექტემბერი.
  8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
  9. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი                                   ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება