2019-10-09
ბრძანება №:249/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის მოადგილის ელენე სალუქვაძის 2019 წლის 7 ოქტომბრის N19208/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2017 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმი N3) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზურაბ ჯანელიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი;
ბ) რევაზ ხაზარაძე - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) თამაზ ყარალაშვილი - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
დ) გიორგი ლომინაძე - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ე) გულიზა ლიპარტელიანი - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ ჯანელიძე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ თამაზ ყარალაშვილი, საკონკურსო კომისიის მდივანად გულიზა ლიპარტელიანი;
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2018 წლის 15 ნოემბრისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე