2012-10-15
ბრძანება №:136/01-01
უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა" და ,,ს" ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტების, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31 დადგენილებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 19 სექტემბრის №35/04 ერთობლივი ბრძანების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დ. თვალთვაძის 2012 წლის 10 ოქტომბრის №26043/02 წერილისა და თსუ რექტორის 2012 წლის 12 ოქტომბრის №135/01-01 ბრძანების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;
2. უნივერსიტეტის სრულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
4. უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი;
5. კონკურსი გამოცხადდეს 2012 წლის 15 ოქტომბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2012 წლის 16 ნოემბრიდან 2012 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2012 წლის 21 დეკემბრისა;
6. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
1. აღმოსავლეთმცოდნეობა
ა)თურქოლოგია
თურქული ენა
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ბ) ასირიოლოგია
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
2. დასავლეთ ევროპული ფილოლოგია
ა) ინგლისური ფილოლოგია
ინგლისური ენა
ასოცირებული პროფესორი - 1საშტატო ერთეული
ბ) რომანისტიკა
ფრანგული ენა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
3. კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა და ნეოგრეცისტიკა
ა) კლასიკური ფილოლოგია
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
ბ)ნეოგრეცისტიკა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
4.თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
5. კავკასიოლოგია
ა) კავკასიის ისტორია
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
6. ხელოვნების ისტორიისა და თეორია
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
7. ფილოსოფია
ა)ფილოსოფიის ისტორია
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ბ) თეორიული ფილოსოფია
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
გ) პრაქტიკული ფილოსოფია
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
8. ქართული ენა
ა) ქართველური ენათმეცნიერება
ასოცირებული პროფესორი - 1საშტატო ერთეული
9. ქართული ლიტერატურის ისტორია
ა) ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია
ასოცირებული პროფესორი - 1საშტატო ერთეული
ბ) ფოკლორისტიკა
ასოცირებული პროფესორი - 1საშტატო ერთეული
10. საქართველოს ისტორია
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
11. თარგმანი და ლიტერატურული ურთიერთობები
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
12. პედაგოგიკა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
7. სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); PDF Word
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით (ფაილის ფორმატი - Word და PDF) - PDF Word ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი სამეცნიერო ნაშრომი;
ზ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
8. ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით) - PDF Word;
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით (ფაილის ფორმატი - Word და PDF) - PDF Word ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი უმაღლესი განათლების ან/და აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამოტივაციო წერილი.
9. საკონკურსო დოკუმენტების მიიღება 2012 წლის 16 ნოემბრიდან 2012 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, 9:30-დან 18:00 საათამდე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, II სართული, ოთახი N 211;
10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფრომაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
11. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში"
12. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი ლ. ალექსიძე
« უკან დაბრუნება