2010-04-26
ბრძანება №:43/01-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების დანიშვნის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების დანიშვნის შესახებ
« უკან დაბრუნება
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №295 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 23 ოქტომბრის №22 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის" 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე
რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- დაინიშნოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები 2010 წლის 14 მაისს.
- დაევალოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიასა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა.
- ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა