2010-07-14
ბრძანება №:165/02-01
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის მადლობის გამოცხადების შესახებ
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის მადლობის გამოცხადების შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის” 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ზ” პუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- გამოეცხადოთ მადლობა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ალექსანდრე უნაფქოშვილს, ნიკო აჯიბეგაშვილსა და ბესო ჩარგეიშვილს 2010 წლის 9 ივნისს თსუ ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილი საღამოს მომზადებაში აქტიური მონაწილეობისა და სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის.
- კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე).
- დაევალოს კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობა ბრძანების 1-ლი მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის.
- ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა 2010 წლის 25 ივნისის №15504/02 წერილი.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რომან ხარბედია