2018-12-07
ბრძანება №:303/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერ თანამშრომელი - თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერ თანამშრომელი  - თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,       373  მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და მე-11 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და          მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის  ინსტიტუტის  დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, თსუ რექტორის 2018 წლის 6 დეკემბრის N301/01-01 ბრძანების  და ინსტიტუტის  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ბ. თუთბერიძის 2018 წლის  6  დეკემბრის  № 26169/10-02 წერილის (თან ერთვის  საკონკურსო კომისიის 2018 წლის 5 დეკემბრის   სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვროს არჩეულად: 
      გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორია
            
ჯავახიშვილი ირაკლი - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს უზრუნველყოს ი. ჯავახიშვილთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება. 
3. ბრძანების დაინტერესებული პირისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე. 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                                                                    ალექსანდრე ცისკარიძე      

« უკან დაბრუნება