2007-03-01
ბრძანება №:18/01–01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ (ბრძანება N18/01–01)


სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ჩატარდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა 67-ე სამეცნიერო კონფერენცია 2007 წლის 23-27 აპრილს.
2. დამტკიცდეს თსუ-ის სტუდენტთა 67-ე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების დებულება (დანართი 1).
3. თსუ-ის სტუდენტთა 67-ე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების ორგანიზება დაევალოს თსუ-ის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებას (ტ. კვიციანი).
4. დაევალოთ ფაკულტეტების დეკანებს (რ. ბოჭორიშვილი, დ. თვალთვაძე, ი. სალუქვაძე, ა. ცომაია, დ. კერესელიძე, ა. ცისკარიძე), უზრუნველყონ შესაბამის ფაკულტეტებზე თსუ-ის სტუდენტთა 67-ე სამეცნიერო კონფერენციისათვის სათანადო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება კონფერენციის დებულების შესაბამისად.
5. დაევალოს საფინანსო სამსახურს (მ. ცარციძე) თსუ-ის სტუდენტთა 67-ე სამეცნიერო კონფერენციის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი განიხილოს უნივერსიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად (დანართი 2).
6. დაევალოს მატერიალური რესურსების სამსახურს (ს. სანაძე) თსუ-ის სტუდენტთა 67 ე სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზების ტექნიკური უზრუნველყოფა.
7. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი", განთავსდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე და გამოიკრას თვალსაჩინო ადგილებზე.
8. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გ. გალდავას.
9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების თავმჯდომარის განცხადება.

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

დანართი 1

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა 67-ე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების დებულება

• საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას უკეთებს თსუ-ის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოება.
• სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ტარდება უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე.
• ფაკულტეტის დეკანი ქმნის საკონფერენციო ჟიურის შემადგენლობას და უზრუნველყოფს კონფერენციის ჩატარებას სათანადო სექციების მიხედვით.
• ფაკულტეტის დეკანატი სამეცნიერო კონფერენციის საფაკულტეტო სამუშაო პროგრა¬მას წარადგენს თსუ-ის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებაში 2007 წლის 15 მარტამდე.
• სამეცნიერო ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს A4 ზომის 4 გვერდს, აკრეფილს word-ში, აკადნუსხური შრიფტით, ზომით 11.
• კონფერენციის საფაკულტეტო სამუშაო პროგრამა წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრო¬ნული ვერსიით და შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ფაკულტეტის დასახელება;
ბ) სექციების დასახელება;
გ) თითოეული სექციის ჟიურის შემადგენლობა წევრების აკადემიური თანამდებობის მითითებით;
დ) კონფერენციის სამუშაო გეგმა (თარიღი, მუშაობის დაწყება-დამთავრების დრო, კორპუსი, აუდიტორია);
ე) მომხსენებლის გვარი და სახელი სრულად, კურსი;
ვ) მოხსენების სრული დასახელება;
ზ) სტუდენტის მეცნიერ-ხელმძღვანელის გვარი და სახელი სრულად, აკადემიური თანამდებობა ან სამეცნიერო ხარისხი.
• სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მისი ფილიალების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს.
• საუნივერსიტეტო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად დაიშვება სტუდენტი, რომლის საკონფერენციო ნაშრომს აქვს სტუდენტის მეცნიერ ხელმძღვანელის დადებითი რეცენზია.
• ფაკულტეტის საკონფერენციო ჟიური შეიმუშავებს სამეცნიერო მოხსენების შეფასების კრიტერიუმებს ქულობრივი მაჩვენებლებით, რომელიც კონფერენციის დაწყებამდე ეცნობება მონაწილეებს.
• სამეცნიერო კონფერენციაზე სტუდენტის გამოსვლას აფასებს ჟიურის თითოეული წევრი სათანადო უწყისში კრიტერიუმების მიხედვით.
• კონფერენციის დასრულებისას ჟიური აცხადებს შედეგებს და გამარჯვებულებს.
• კონფერენციაში გამარჯვებულ მონაწილეთა დაჯილდოვება მოხდება თსუ-ის მიერ დაწესებული სიგელებით თითოეული საგანმანათლებლო საფეხურისა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და დაკავებული I, II, III ადგილების შესაბამისად.
• კონფერენციაში გამარჯვებულ მონაწილეთა სამეცნიერო ნაშრომები დაიბეჭდება სტუდენტთა შრომების კრებულში.

დანართი 2

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2007 წლის სტუდენტთა 67-ე სამეცნიერო კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა

#
დასახელება
რაოდენობა ცალებში
საცალო ღირებულება
ჯამური ღირებულება
საგამომცემლო ხარჯები
1
კონფერენციის სამუშაო პროგრამა
300
1.16
350
2
შრომების კრებული
400
2.62
1050
3
დიპლომები
300
3
900
საკანცელარიო ნივთები
4
ბაინდერი
3
5
ფაილი
5
6
ქსეროქსის ქაღალდი
3 კოლოფი
7
ჩიპი 1gp
2
96
192
8
კარტრიჯი
1
141
141
9
DVD-RW დისკო
10
2.40
24
სულ



2657

« უკან დაბრუნება