2016-11-09
ბრძანება №:200/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად/შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად/შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული "პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების’’ 33-ე მუხლის პირველის პუნქტის, თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებით დამტკიცებული “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის” და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ნოემბრის №835 ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. განისაზღვროს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად/შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ)
ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე)
გ)
პროფესიული განათლების წინა საფეხურის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
2. განისაზღვროს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად/შემდგომ საფეხურზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის ვადად 9-10 ნოემბერი.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე