2011-06-29
ბრძანება №:64/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 15 ივნისის №107/02-01 ბრძანების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნ. ბელქანიას 2011 წლის 27 ივნისის №16634/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულ და   ასოცირებულ პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;
  2. სრული ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს  დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება;
  3. კონკურსი ცხადდება სრული პროფესორის 13 საშტატო და ასოცირებული პროფესორის  30 საშტატო ერთეულზე;
  4. კონკურსი გამოცხადდეს 2011 წლის 29 ივნისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა  განისაზღვროს 2011 წლის 29 ივლისიდან  2011 წლის 12 აგვისტომდე, კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
  5. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სრულ და ასოცირებულ პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
  ა) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება
     სრული პროფესორი 2 საშტატო ერთეული
      ასოცირებული პროფესორი 1 საშტატო ერთეული    
        
  ბ) საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
     სრული პროფესორი 2 საშტატო ერთეული
     ასოცირებული პროფესორი 4 საშტატო ერთეული      
         
  გ) პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულება
     სრული პროფესორი 1 საშტატო ერთეული
     ასოცირებული პროფესორი 3 საშტატო ერთეული      
           
  დ) ჟურნალისტიკის მიმართულება
     სრული პროფესორი 1 საშტატო ერთეული
     ასოცირებული პროფესორი 6 საშტატო ერთეული      
            
  ე) სოციოლოგიის  მიმართულება
    სრული პროფესორი 1 საშტატო ერთეული
    ასოცირებული პროფესორი 4 საშტატო ერთეული
    
  ვ) ფსიქოლოგიის მიმართულება
    სრული პროფესორი 6 საშტატო ერთეული
    ასოცირებული პროფესორი 12 საშტატო ერთეული   
  1. სრული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 900 (ცხრაასი) ლარით; 
    ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 720 (შვიდას  ოცი) ლარით;
  2. სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი     ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
თ) სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  1. კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

    ა)    ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობისა ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;

    ბ)   მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;


  2. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2011 წლის 29 ივლისიდან 2011 წლის 12  აგვისტომდე  თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე,  თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. № 8 (VI კორპუსი) ოთახი №205;

  3. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

  4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

  5. დაევალოს კანცელარიას  ბრძანების  დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.






რექტორი                                           ალექსანდრე კვიტაშვილი     
« უკან დაბრუნება