2010-12-22
ბრძანება №:292/02-01
“სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის #34/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 24 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 06 თებერვლის #70 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” დებულების მე-13, მე-14, მე-15, მე-16 მუხლების, “ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 01 აგვისტოს #3 დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის, “საბიუჯეტო ორგანიზაციების ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის #605 ბრძანების მე-3 მუხლის, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ/შ, პროფესორ რამაზ ბოჭორიშვილის 2010 წლის 16 ნოემბრის #28547/02, სასწავლო დეპარტამენტის უფროსის დალი კანდელაკის 2010 წლის 01 დეკემბრის #29650/02, აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის ქეთევან ცინცაძის 2010 წლის 07 დეკემბრის #30063/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ბონდო კაკუბავას 2010 წლის 16 დეკემბრის #30774/02 წერილების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. შეტანილ იქნას ცვლილებები “სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის #34/02-01 ბრძანებაში:
ა)შევიდეს ცვლილება ბრძანების მე-2 პუნქტში და 2.6, 2.11, 2.12, და 2.2.4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2.6.სამდივნო _ რუსუდან ლალაზაშვილი, მდივანი;”
“2.11.სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური_მანანა ლობჟანიძე, ასისტენტ პროფესორი;”
“2.12.საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური _უჩა გოგიშვილი, სამსახურის უფროსი;”
“2.2.4. მაკროეკონომიკა _ ირმა ტყემალაძე, ლაბორანტი;”
ბ)შევიდეს ცვლილება ბრძანების 3.3 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“3.3.კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულება:
3.3.1.აპარატურული და ტექნიკური უზრუნველყოფის ლაბორატორია _თამარ ბურჭულაძე, უფროსი ინჟინერი; მაკა ოდილაძე, უფროსი ინჟინერი;
3.3.2.პროგრამული უზრუნველყოფის ლაბორატორია _თამარ ბურჭულაძე, უფროსი ინჟინერი; მაკა ოდილაძე, უფროსი ინჟინერი;
3.3.3.საერთაშორისო საგრანტო პროექტი (ხელშეკრულება #1572)_რომან ჯობავა, პროექტის ხელმძღვანელი;
3.3.4.საერთაშორისო საგრანტო პროექტი IB7420-111041, რამაზ ბოჭორიშვილი, პროექტის ხელმძღვანელი.”
გ)შევიდეს ცვლილება ბრძანების 12.1 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“12.1.სტუდენტთა მომსახურების განყოფილება _ მაია გრიგოლია, განყოფილების უფროსი; ტარიელ კვიციანი _სპეციალისტი;”
დ)შევიდეს ცვლილება ბრძანების 31.1 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“31.1. თამარ ფარჯანაძე _ ცენტრის სპეციალისტი.”
2. დაევალოს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციას, საწავლო დეპარტამენტის უფროსს, აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსს, ახლად დანიშნულ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს, ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყონ მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია და გადაბარება “ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 01 აგვისტოს #3 დებულების პირველი მუხლის, მეოთხე პუნქტისა და “საბიუჯეტო ორგანიზაციების ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის #605 ბრძანების მესამე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად;
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის, დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
4. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს წინამდებარე ბრძანების სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
6. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება