2018-03-29
ბრძანება №:60/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის (პროფესიული განათლების მასწავლებელი) შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის (პროფესიული განათლების მასწავლებელი) შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4  პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის, ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2010 წლის 1 ოქტომბრის #99/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული   ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების’’ მე-8 მუხლის ,,გ’’ პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  ამავე მუხლის მე-8 პუნქტის  ,,ა’’ და ,,ო” ქვეპუნქტების და    ამავე მუხლის  მე-9  პუნქტის საფუძველზე,  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის (პროფესიული განათლების მასწავლებელი) შერჩევის წესი (დანართი N1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის  კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6.


რექტორი                                            გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება