2019-12-02
ბრძანება №:1191/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების ,,მულტილინგვური განათლება (დაწყებითი განათლების საფეხური)“ და „დაწყებითი განათლება“ სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების ,,მულტილინგვური განათლება (დაწყებითი განათლების საფეხური)“ და „დაწყებითი განათლება“ სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განიხილა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 29 ნოემბრის N23386/26 წერილი. აღნიშნული წერილიდან დგინდება, რომ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებს - დაწყებითი განათლება და მულტილინგვური განათლება (დაწყებითი განათლების საფეხური) მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე ეწურება აკრედიტაციის ვადა. კერძოდ, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას „დაწყებითი განათლება“ აკრედიტაციის ვადა ეწურება 2019 წლის 31 დეკემბერს, ხოლო მულტილინგური განათლების (დაწყებითი განათლების საფეხური) საგანმანათლებლო პროგრამას - 13 დეკემბერს. ხსენებული პროგრამების სტუდენტებმა წერილობით მიმართეს პროგრამის ხელმძღვანელებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების თაობაზე. აღნიშნული საკითხი ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 29 ნოემბრის სხდომაზე იქნა განხილული. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 29 ნოემბრის N23386/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.განისაზღვროს  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა  და  განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების ,,მულტილინგვური განათლება (დაწყებითი განათლების საფეხური)“ და „დაწყებითი განათლება“ სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადებიდან დარჩენილი პერიოდი წინამდებარე ბრძანების N1 (დანართი N1) და N2 დანართის (დანართი N2) შესაბამისად.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას,ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი         გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება