,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №151/01-01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №151/01-01 ბრძანების სათაურში და პირველ პუქტში ბეჭვდის დროს დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, ნაცვლად ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ მითითებული უნდა ყოფილიყო ,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“. ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №151/01-01 ბრძანებაში გასწორდეს ბეჭვდის დროს დაშვებული შემდეგი ტექნიკური შეცდომები:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“.
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს ,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესი“ (დანართი №1).
2. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რექტორის მოადგილე მერაბ ელიაშვილი