2013-11-15
ბრძანება №:144/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავსაყოფად და ისტორიულ-კულტურული ფასეულობების დაცვა-აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე  მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს  წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და  მეცნიერთა  ღვაწლის უკვდავსაყოფად და ისტორიულ-კულტურული ფასეულობების დაცვა-აღორძინების მიზნით გასატარებელი  ღონისძიებების  დამდგენი კომისიის შემადგენლობა (დანართი №1).
2. დამტკიცდეს  წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და  მეცნიერთა  ღვაწლის უკვდავსაყოფად და ისტორიულ-კულტურული ფასეულობების დაცვა-აღორძინების მიზნით გასატარებელი  ღონისძიებების  დამდგენი კომისიის  მუშაობის წესი (დანართი №2).
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, აკადემიკოსი                                                                                   ვლდიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება