2018-10-18
ბრძანება №:245/01-01

„2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში კა’ფოსკარის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, რექტორის მოადგილის ა/წ 15 ოქტომბრის №243/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში კა’ფოსკარის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, რექტორის მოადგილის ა/წ 15 ოქტომბრის №243/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (21587/10; 18.10.18) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. „2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში კა’ფოსკარის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, რექტორის მოადგილის ა/წ 15 ოქტომბრის №243/01-01 ბრძანების დანართ №1-ის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და აღნიშნული პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა). „2. კანდიდატი და სტიპენდიატი
კანდიდატები შეირჩევიან სტუდენტებს შორის, რომლებმაც განაცხადი გააკეთეს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე. სტიპენდიატებს შეარჩევს პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტი თსუ-ს შესარჩევი კომისიის მიერ მიწოდებული შეფასების საფუძველზე’’. 
ბ). ,,3. კანდიდატების შერჩევა
კანდიდატების შერჩევა ხორციელდება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების გამოყენებით თსუ-ს საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების საფუძველზე’’.

გ). ,,4. შეფასების კრიტერიუმები
-აკადემიური მოსწრება (0-30)
-მოტივაცია (0-30)
-სასწავლო ხელშეკრულება (ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის) ან სამუშაო გეგმა (დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)(0-20) ‘’.
-ენის ცოდნის დონე (0-20)

3. ბრძანების რედაქტირებული ვერსიის უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ¬ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


    
რექტორი                                                               გიორგი შარვაშიძე 






« უკან დაბრუნება