2017-10-23
ბრძანება №:229/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის #173/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის #173/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ტატიშვილის 2017 წლის   06 ოქტომბრის №18338/10 და თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2017 წლის 17 ოქტომბრის №18410/10 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში: 

ა) ბრძანების დანართი №1-ის 50-ე მუხლის მე-14 პუნქტის ,,გ.ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ.ა) ვაჟა ჩაგელიშვილი – თსუ რაფიელ აგლაძის ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი - ლაბორატორიაში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.”;
ბ) ბრძანების დანართი №1-ის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ.ა”, ,,ვ.თ”, და ,,კ.ა” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ.ა) კლიმენტი ბერიძე – მძღოლი.”;
,,ვ.თ) გრიგორ მამნიაშვილი – მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.”;
,,კ.ა) ელისო კუხიანიძე – ბიბლიოთეკის გამგე.”. 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                ნუნუ ოვსიანიკოვა


« უკან დაბრუნება