2013-07-03
ბრძანება №:66/01-01
ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, გამოჩენილი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოსის შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 125 წელისთავის, ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, გამოჩენილი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოსის შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 125 წელისთავის, ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე–2 პუნქტის ,,ა“, ,,ს“, ,,ტ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. 2013 წლის 12-13 დეკემბერს ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის „თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, გამოჩენილი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოსის შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 125 წელისთავის” ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) რექტორი - საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) დემურ ჯალაღონია - პროფ. ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) დარეჯან თვალთვაძე - პროფ. დეკანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჯგუფის წევრი;
ე) ანასტასია ზაქარიაძე - ასოც. პროფ. ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, ჯგუფის წევრი;
ვ) თამარ ნუცუბიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ჯგუფის წევრი;
ზ) ბასილ ლურიე - პროფესორი, აშშ, ჯგუფის წევრი;
თ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი, ჯგუფის წევრი;
ი) ნანა მამაგულაშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
კ) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ლ) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
მ) ზურაბ ჯიქია - ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ნ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ო) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი.
პ) მაია გურაბანიძე - მუზეუმის დირექტორი, ჯგუფის წევრი;
ჟ) ზურაბ გაიპარაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ჯგუფის წევრი;
რ) თამარ ებრალიძე - გამომცემლობის დირექტორი,ჯგუფის წევრი;
2. დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1)
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
4. დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
5. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება, შალვა ნუცუბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალი ფილმის ,,შალვა ნუცუბიძე“ ჩვენება საზოგადოებრივ არხზე, საპატრიაქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნებაში’’.
7. დაევალოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს უცხოელი სტუმრების მიღება- გაცილება.
8. დაევალოს მუზეუმის ადმინისტრაციას გამოფენის მოწყობა.
9. დაევალოს გამომცემლობას საერთაშორისო ჟურნალის ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი“-ს #3, სტუდენტთა რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციის მასალების გამოქვეყნება, მოსაწვევების, პროგრამის, პლაკატის დაბეჭდვა.
10. დაევალოს ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას ბიბლიოთეკის ფოიეში შალვა ნუცუბიძის ბიუსტის განთავსება, მუზეუმისათვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა.
11. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
13. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება