2014-09-15
ბრძანება №:156/01-01

აკადემიკოს ანდრია აფაქიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციის ჩასატარებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9  და მე-12 პუნქტების,  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2014 წლის 11 ივლისის N21576/02,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 01 აგვისტოს #26313/02 და 2014 წლის 09 სექტემბრის 28743/02  კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. აკადემიკოს ანდრია აფაქიძის 100 წლის იუბილესადმი  მიძღვნილ  სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით  შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვლადიმერ პაპავა  - რექტორი, აკადემიკოსი, - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) როინ მეტრეველი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტი - საორგანიზაციო კომისიის თანათავმჯდომარე;
გ) დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
დ) ზურაბ გაიპარაშვილი - ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ე) მაია გურაბანიძე - მუზეუმის დირექტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ვ) გურამ გრიგოლია - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი  - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ზ) თედო დუნდუა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
თ) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ი) ნინო კაკულია - გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
კ) ზვიად კვიციანი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ლ) გურამ ლორთქიფანიძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
მ) ვახტანგ ლიჩელი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ნ) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ო) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
პ) კონსტანტინე  ფიცხელაური - აკადემიკოსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ჟ) მარინე ფუთურიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
რ) თეა წითლანაძე - სამეცნიერო კვლევებისა და  განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ს) ოთარ ჯაფარიძე - რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი  - საორგანიზაციო კომისიის წევრი;

2. დავალოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არაუმეტეს                    2500 ლარის ფარგლებში.
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს არაუმეტეს 2500 ლარის გამოყოფა დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად.
4. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტსა და  გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტს“   ანდრია აფაქიძის 100 წლის იუბილესა და მისთვის  მიძღვნილი  სამეცნიერო კონფერენციის გაშუქება.
5. დაევალოს უნივერსიტეტის მუზეუმს და ბიბლიოთეკას ანდრია აფაქიძის მოღვაწეობის ამსახველი გამოფენის   ორგანიზება.
6. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8.  ბრძანება ძალაშია   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                                       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება