2019-11-14
ბრძანება №:285/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელი თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელი თანამდებობაზე  გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი  ოქმი) დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373 მუხლის  პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი  წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების  დაკავების  დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების  დანართი N1- ის მე-6 მუხლის  მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის,  ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის     ინსტიტუტის  დებულების, მე-8 მუხლის  მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის,  სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების  შესახებ  რექტორისა და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2019  წლის    პირველი ოქტომბრის     N17/04  ერთობლივი ბრძანების  და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის  ნანა ბოლაშვილის  2019 წლის 12 ნოემბრის  N22037/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2019 წლის 11 ნოემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის   ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალის -    მეცნიერი  თანამშრომელი თანამდებობაზე  გამოცხადებული  კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი  ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოთ ჩამოთვლილი პირები:

ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილება
1. აკაკი  ნადარაია - მეცნიერი თანამშრომელი 1  საშტატო ერთეული გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილება
1.  გიორგი ჩართოლანი - მეცნიერი თანამშრომელი 1  საშტატო ერთეული

კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის ლაბორატორია
1. ზაზა გულაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი 1  საშტატო ერთეული
2.  ანა ირემაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი 0.5  საშტატო ერთეული

2.დაევალოს პერსონალის მართვის  დეპარტმენტს  შრომითი  ხელშეკრულებების  გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური,  ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორი გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება