2013-11-15
ბრძანება №:145/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის პროფესორ იოსებ ყიფშიძის სახელის უკვდავსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე  მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის,  58-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს  წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის პროფესორ იოსებ ყიფშიძის სახელის უკვდავსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა (დანართი №1).
2. დამტკიცდეს  წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის პროფესორ იოსებ ყიფშიძის სახელის უკვდავსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა, ვადები და სამუშაო ჯგუფები (დანართი №2).
1. პროფესორ იოსებ ყიფშიძის სახელის უკვდავსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების ჩატარების პერიოდად განისაზღვროს 2013 წლის დეკემბერი - 2014 წლის დეკემბერი.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი                                                                              ვლდიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება