2010-07-19
ბრძანება №:170/02-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის №34/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის №34/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
I.შეტანილ იქნას ცვლილება “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის №34/02-01 ბრძანებაში:
1.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში 2010 წლის 19 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით მატერიალურად პასუხისმგებელი პირის მოვალეობის შემსრულებლად მარინა კვირკვაიას ნაცვლად დაინიშნოს ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ნანა შეითნიშვილი.
II. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
III. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;
IV. ბრძანება განთავსდეს თსუ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
საფუძველი: წერილი №17088/02 15.07.2010წ.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რ. ხარბედია