2015-04-17
ბრძანება №:56/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ”, ,,ო” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საუნივერსიტეტო დაფინანსების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის  №47/01-01 ბრძანების მე-5 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის   2015 წლის 08 აპრილის №13013/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014/2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა განისაზღვროს   325 000.0 ლარით.
2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014/2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდეს შემდეგნაირად: 
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 51 423 ლარი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 59 474 ლარი; 
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 40 843 ლარი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 67 074 ლარი;
ე) ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა, ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (რომლის ადმინისტრირება ხდება უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის მიერ) – 16 930 ლარი;
ვ) იურიდიული ფაკულტეტი – 53 033 ლარი;
ზ) მედიცინის ფაკულტეტი – 17 487 ლარი;
თ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი –18 736 ლარი.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 


რექტორი, პროფესორი                            აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა                                  

« უკან დაბრუნება