2015-04-15
ბრძანება №:35/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის  28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას 2015 წლის 27 მარტის №11637/02, უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თამარ გაგოშიძის 2015 წლის 30 მარტის №11848/02  და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი. საღარეიშვილის 2015 წლის 01 აპრილის №12177/02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში: 
ა) დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. თამარ გოგორიშვილი – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი (სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება)”;
ბ) დანართი №1-ის 46-ე  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-3  პუნქტი:
,,3. ელენე ჭანტურია – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სპეციალისტი, №024 ოთახში არსებულ კომპიუტერულ ტექნიკაზე  (ქსეროქსის ორი აპარატი, ერთი მონიტორი, ერთი პროცესორი) მატერიალურად პასუხისმგებელი პირი”;
გ) დანართი №1-ის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,2. ეკატერინე თანდაშვილი – საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი სპეციალისტი, განყოფილებაში არსებულ მატერიალურ ფასეულობებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება