2014-09-24
ბრძანება №:167/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში მიღებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 9 ივნისის №84/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 55-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 23 სექტემბრის N32708/02 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში მიღებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 9 ივნისის №84/01-01 ბრძანების მე-2 პუნქტში და დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1. მაგისტრანტობის კანდიდატთა განცხადების მიღება ვაკანტურ ადგილებზე იმ მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს შიდა სამაგისტრო გამოცდა/გამოცდები და სასურველ სამაგისტრო პროგრამაზე ვერ მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება (იმ პირობით, რომ ვაკანტურ ადგილზე ჩარიცხვის საფუძველია იგივე შიდა სამაგისტრო გამოცდა/გამოცდები) – 24 სექტემბერი“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                                     ლევან ალექსიძე

« უკან დაბრუნება