2012-10-15
ბრძანება №:138/01-01
"ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2012 წლის 23 აგვისტოს №111/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
"ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2012 წლის 23 აგვისტოს #111/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, მე-3 და მე-4 პუნქტების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის ა. ხელაძის 2012 წლის 15 ოქტომბრის #26448/02 წერილის და თსუ რექტორის ბრძანების 2012 წლის 12 ოქტომბრის 3135/01-01 ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება "ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2012 წლის 23 აგვისტოს #111/01-01 ბრძანების მე-4 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
"4. კონკურსი გამოცხადდეს 2012 წლის 23 აგვისტოს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2012 წლის 24 სექტემბრიდან 2012 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2012 წლის 25 ოქტომბერს;"
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული
სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი ლ. ალექსიძე
« უკან დაბრუნება