2019-05-23
ბრძანება №:127/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 2 მაისის N100/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი  - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   რექტორის 2019 წლის 2 მაისის N100/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“  და ,,პ“  ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, ივანე წერეთელის 2019 წლის 21 მაისის N10658/10-02 განცხადების და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის დირექტორის ნინო ფარცვანიას 2019 წლის 22 მაისის N9428/10 წერილის   (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2019 წლის  22 მაისის ოქმი N4) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის      დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი  - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის    რექტორის  2019  წლის  2  მაისის  N100/01-01 ბრძანებაში;

ა) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვებუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მამუკა ჯიბლაძე - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტის მათემატიკური ლოგიკის     განყოფილების      ხელმძღვანელი,      მთავარი      მეცნიერი თანამშრომელი’’.

ბ) ბრძანების  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ მამუკა ჯიბლაძე,   საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი ხიმშიაშვილი, საკონკურსო კომისიის მდივანად ალექსანდრე გამყრელიძე’’.

2. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
3. წინამდებარე ბრძანება უნივერსიტეტის ოფიციალურ    ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






 რექტორი      გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება