2019-05-20
ბრძანება №:107/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამბაქოს მოწევის აკრძალვის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 16 მაისის N132/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამბაქოს მოწევის აკრძალვის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 16 მაისის N132/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის  ,,ლ“  ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის   და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ” და ,,ი“ ქვეპუნქტების, ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის   ,,გ’’ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის 15 პუნქტისა და   მე-8 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’, ,,ნ’’  და ,,პ” ქვეპუნქტების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამბაქოს მოწევის აკრძალვის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 16 მაისის N132/02-01 ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:


,,11. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამბაქოს   მოწევისთვის   განსაზღვრული   სპეციალური   სივრცეები’’
 (დანართი N2).’’

2.     ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამბაქოს    მოწევის    აკრძალვის    მარეგულირებელი    წესის    დამტკიცების    შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 16 მაისის N132/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამბაქოს მოწევის აკრძალვის მარეგულირებელ წესში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:


ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. უნივერსიტეტის სივრცეში აკრძალულია თამბაქოს მოწევა, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული, თამბაქოს (მოქმედი კანონმდებლობით თამბაქოს ნაწარმად აღიარებული შესაბამისი საშუალება) მოწევის შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საშუალების განთავსება, გარდა უნივერსიტეტის მიერ თამბაქოს მოწევისთვის განსაზღვრული სპეციალური სივრცეებისა.’’


ბ)  მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,3. საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე წესის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სივრცეში არსებული შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიის ყველა შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას თამბაქოს მოწევის რეგულირებასთან   დაკავშირებული წესების, თამბაქოს მოწევის აკრძალვის თაობაზე შესაბამისი წარწერის და ნიშნის, ასევე თამბაქოს მოწევისთვის განსაზღვრული სპეციალური სივრცეების აღმნიშვნელი შესაბამისი წარწერის და ნიშნის, აგრეთვე, შესაბამისი საკონტაქტო ტელეფონის ნომერის განთავსებას, რომელთან დაკავშირებაც იქნება შესაძლებელი თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში.’’


გ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,5. უნივერსიტეტის სივრცეში თამბაქოს მოწევის ფაქტისა ან/და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში (გარდა უნივერსიტეტის მიერ თამბაქოს მოწევისთვის განსაზღვრული სპეციალური სივრცეებისა) უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია იმოქმედოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.’’


3. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების      ყველასათვის      ხელმისაწვდომ      ადგილზე      განთავსება      დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის  ხელმოწერისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი  ძალაში  შესვლიდან  ერთი  თვის  ვადაში  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს 
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი             ნუნუ ოვსიანიკოვა 
« უკან დაბრუნება