2011-01-18
ბრძანება №:13/01-01

"სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის თაობაზე" სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 14 იანვრის №07/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

"სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის თაობაზე" სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 14 იანვრის №07/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

 "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 17 იანვრის №718/02 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. შევიდეს ცვლილება სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 14 იანვრის №07/01-01 ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართში და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა _ ფიზიკის ადგილების რაოდენობა განისაზღვროს 10-ის ნაცვლად 20 ადგილით.
  2. შევიდეს დამატება სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 14 იანვრის №07/01-01 ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართში და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებს დაემატოს ფუნდამენტური ფიზიკა _ 7 ადგილი, გამოყენებითი ფიზიკა _ 5 ადგილი.
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი                    ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება