2017-03-13
ბრძანება №:44/01-01
2017-2018 სასწავლო წლის თსუ ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2017-2018 სასწავლო წლის თსუ ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მაია მენთეშაშვილის წერილის (№3022/10; 09/03/2017) საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
ჩატარდეს კონკურსი 2017-2018 სასწავლო წლისათვის პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ჩინეთი) მიერ გამოყოფილი სრული სამაგისტრო, თსუ ინგლისურენოვანი ერთსემესტრიანი საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) შესარჩევად.
2.
კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 16-17 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, ოთახი №202 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3).
3. დამტკიცდეს სტიპენდიატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე დემეტრე ეგნატაშვილი (თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, მოწვეული ლექტორი); DE
ბ) კომისიის წევრი ალექსანდრე თევზაძე (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
გ) კომისიის წევრი გიორგი ღაღანიძე (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი);
დ) კომისიის წევრი ია ნაცვლიშვილი (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ე) კომისიის წევრი ტრევორ ჯორჯ კარტლეჯი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი);
ვ) კომისიის წევრი რუსუდან დოლიძე (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ზ) კომისიის წევრი მანანა რუსიეშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი);
თ) კომისიის წევრი ფიქრია ასანიშვილი (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ი) კომისიის წევრი იზაბელა პეტრიაშვილი (თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
კ) კომისიის წევრი ზვიად აბაშიძე (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი);
ლ)კომისიის წევრი თინათინ დავითაშვილი (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი);
მ) კომისიის წევრი ლილი ხეჩუაშვილი (თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი).
4.
დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი - ლელა კაცაძე.
5.
დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1); კომისიის სამუშაო განრიგი (დანართი №2); კონკურსანტთა გასაუბრების განრიგი (დანართი №3).
6.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი გიორგი შარვაშიძე