2018-11-14
ბრძანება №:283/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 23 ოქტომბრის N22078/27 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი (დანართი N1).
2. მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია (შემდგომში - „კომისია“) დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) გოჩა ჯაფარიძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)გიული ალასანია სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (კომისიის წევრი);
გ)ელისაბედ ბჟალავა – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
დ)დარეჯან გარდავაძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის წევრი);
ე)მირიან მახარაძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
ვ) ეკატერინე ნავროზაშვილი – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
ზ) ნანი გელოვანი – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ( კომისიის მდივანი).
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება