2015-10-02
ბრძანება №:185/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომის და საერთაშორისო კონფერენციის „მაღალი ენერგიების ფიზიკის თანამედროვე გამოწვევები“ ორგანიზებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომის და საერთაშორისო კონფერენციის „მაღალი ენერგიების ფიზიკის თანამედროვე გამოწვევები“ ორგანიზებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“, მე-9 და მე-12 პუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის 2015 წლის 22 სექტემბრის №34590/02 კორესპონდეციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. 2015 წლის 26-27 ნოემბერს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის (მეფი) დაარსებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომისა და საერთაშორისო კონფერენციის „მაღალი ენერგიების ფიზიკის თანამედროვე გამოწვევები“ ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა - რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ)მერაბ ელიაშვილი - რექტორის მოადგილე, საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ)დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) მიხეილ ნიორაძე - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ე) მაია მენთეშაშვილი - საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ვ) ტარიელ ზარანდია – საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ზ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
თ) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;სა
ი) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
კ) სერგო სანაძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ლ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
მ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ნ) ირაკლი ხარჯავანიძე - კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ო) ბადრი ჭილაძე - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
პ) გელა დევიძე - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სწავლული მდივანი, საორგანიზაციო კომისიის წევრი.
2. დავალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტს დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არაუმეტეს 30,000 ლარის ფარგლებში.
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
4. დაევალოს საინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს საიუბილეო ღონისძიებისა და კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობითა და ვებ-გვერდის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
5. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს საიუბილეო ღონისძიებისა და კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შვეიცარიის, გერმანიისა და იაპონიის საელჩოების ინფორმირება ამ ღონისძიების შესახებ.
7. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს საიუბილეო ღონისძიებისა და კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
8. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს.
9. დაევალოს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს 26 ნოემბერს კონცერტის ორგანიზება.
10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
11. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა