2013-09-24
ბრძანება №:109/02-01

,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხუსმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 05 დეკემბრის №156/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი №1-ში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულიკოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 17 სექტემბრის №28178/02, პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 10 სექტემბრის №26491/02, კორესპონდენციების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები ,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხუსმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 05 დეკემბრის №156/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი №1-ში:
ა)    დანართი №1-ის 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 28.25. პუნქტი:
,,28.25. ივანე ბაბუაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების სპეციალისტი – კარტრიჯების დამუხტვის დარგში”;
ბ)    დანართი 1-ის 43 –ე მუხლის 11.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,11.3. პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ლაბორატორია:
11.3.1. ზაზა მოლოდინაშვილი – უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე არსებულ ქონებაზე);
11.3.2. – ნოდარ ნიაური – მომმარაგებელი – (ლილოში არსებულ ქონებაზე)”;
2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
4. დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართთვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება;
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                           დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება