2020-01-15
ბრძანება №:6/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების გამოცხადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-
2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების გამოცხადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 13 იანვრის N274/28 და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 14 იანვრის N298/26 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში თსუ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ფიზიკა“ და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დოქტორანტურის  საგანმანათლებლო  პროგრამაზე  - „პოზიტიური ფსიქოლოგია“.
2.  განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე  „ფიზიკა“ - 3 ვაკანტური ადგილით, ხოლო ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „პოზიტიური ფსიქოლოგია“ - 1 ვაკანტური ადგილით.
3. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დოქტორანტურის საგანმანათლებლო   პროგრამაზე - „ფიზიკა“ და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამაზე - „პოზიტიური ფსიქოლოგია“ მიღების ვადები:

ა) საბუთების მიღება - 20 იანვარი - 7 თებერვალი; 
ბ) გამოცდა უცხო ენაში - 10 თებერვალი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 12 თებერვალი; 
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 13 თებერვალი; 
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 თებერვალი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) - 17 თებერვალი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 18 თებერვალი; 
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 19 თებერვალი; 
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 20 თებერვალი;
კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 21-24 თებერვალი;
ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 24 თებერვალი;
მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  - 25 - 27 თებერვალი;
ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 28 თებერვალი; 
ო) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 2 მარტი.

4.  განისაზღვროს თსუ ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე; 
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად   დამოწმებული ასლი; 2019 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა; 
ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ)    უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქართული  ენის  B2  დონეზე  ცოდნის  დამადასტურებელი    სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ)  წვევამდელის  სამხედრო-სააღრიცხვო  მოწმობის  ასლი  (ან  სამხედრო  ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე; 
ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

5. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დაევალოს    კანცელარიას,    ბრძანება    განათავსოს    ყველასათვის    ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
7.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება