2016-09-27
ბრძანება №:1720101
"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ" თსუ რექტორის 2016 წლის 14 სექტემბრის №156/01-01 და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ’’ თსუ რექტორის 2016 წლის 14 სექტემბრის №157/01-01 ბრძანებებში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება თსუ რექტორის 2016 წლის 14 სექტემბრის "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ" №156/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადები შემდეგი სახით:
1.1. გამოცდა – 3 ოქტომბერი (11 საათი);
1.2. გამოცდის შედეგების გამოცხადება – 5 ოქტომბერი;
1.3. გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 6 ოქტომბერი;
1.4. საბოლოო შედეგების გამოცხადება – 7 ოქტომბერი;
1.5. ხელშეკრულების გაფორმება – 10-11 ოქტომბერი.’’
2.
შეტანილ იქნეს ცვლილება თსუ რექტორის 2016 წლის 14 სექტემბრის ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ’’ №157/01-01 ბრძანების მე-2 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,2. განისაზღვროს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადად - 28 – 30 სექტემბერი.’’
3.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.
დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე