2014-01-15
ბრძანება №:04/01-01

,,სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის N153/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22 - მუხლის პირველი პუნქტის , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51 - მუხლის პირველი ნაწილის , 52 - მუხლის პირველი ნაწილის , 53 - მუხლის პირველი , მე - 2 და მე - 3 ნაწილების , 54 - მუხლის პირველი ნაწილის , 57 - მუხლის პირველი ნაწილის , 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135 / ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 14 მუხლის პირველი პუნქტის , მე -8 პუნქტის " ", " " " " და " " ქვეპუნქტების და   მე - 9 პუნქტის საფუძველზე ,  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

  1.    შევიდეს ცვლილება ,, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის N153/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით - ,, 1. სტიპენდია ენიჭება ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ  ერთ საუკეთესო სტუდენტს, ყოველი სემესტრის სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში, წინა კალენდარული სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე“.

2.      დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება .

3 .    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება .

4 .      ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე .

 


რექტორი , აკადემიკოსი                                                                                ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება