2017-08-24
ბრძანება №:161/01-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის #63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი #03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 12 ივლისის #12/04 ერთობლივი ბრძანების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის მოადგილის ვ. შენგელიას 2017 წლის 16 აგვისტოს #13672/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე უვადოდ აირჩევა პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 4 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ეროვნულ ან/და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით 2 პროექტში მაინც ან გამოქვეყნებული აქვს 2 სტატია იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში ან აქვს ERIH-ში ინდექსირებული 2 სტატია;
3. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10
წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
6. კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსანტთა შორის თანაბარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სამსახურებრივი შეთავსების არმქონე კონკურსანტს;
7. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 25 აგვისტოს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 26 სექტემბრიდან 2017 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2017 წლის 10 ნოემბრისა;
8. კონკურსი გამოცხადდეს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
ქართველურ ენათა განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული (უვადოდ)
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)
მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ("მიკე") განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)
ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)
ლექსიკოლოგიის განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (უვადოდ)
9. კონკურსი გამოცხადდეს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
ქართველურ ენათა განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 7 საშტატო ერთეული
მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ("მიკე") განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული
ლექსიკოლოგიის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 5 საშტატო ერთეული
თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ორი)
ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ორი)
10. კონკურსი გამოცხადდეს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
ქართველურ ენათა განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 7 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)
მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ("მიკე") განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 7 საშტატო ერთეული
ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)
ლექსიკოლოგიის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 10 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ხუთი)
თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ორი)
ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)
ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 5 საშტატო ერთეული
11. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის #63/2017 დადგენილება, დანართი #2 );
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
12. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 26 სექტემბრიდან 2017 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. #8, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, III სართული, ოთახი N 306;
13. კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენთამეცნიერების ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენთამეცნიერების ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე;
14. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
15. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
16. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება