2015-02-10
ბრძანება №:30/01-01

,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2015 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ” რექტორის 2015 წლის 21 იანვრის №10/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2015 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ” რექტორის 2015 წლის 21 იანვრის №10/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  
  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2015 წლის 30 იანვრის №2538/02 წერილის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შევიდეს ცვლილება ,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2015 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ” რექტორის 2015 წლის 21 იანვრის №10/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ.ზ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ.ზ) ასოცირებული პროფესორი პავლე მაჭავარიანი.”

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                      აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა  
« უკან დაბრუნება