2014-09-09
ბრძანება №:150/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ უნივერსიტეტის რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისათვის უნივერსიტეტში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის        11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,



    ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დაევალოს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულების ხელმძღვანელებს უნივერსიტეტის რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატისა და  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტში მიმდინარე ღონისძიებების (სასწავლო-სამეცნიერო პროცესების, სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებებთან, სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიებების) თაობაზე, რაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს უნივერსიტეტის რექტორთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და პერსონალთან შეხვედრის დაგეგმვა-განხორციელებასთან ან უნივერსიტეტის სახელით ოფიციალური მიმართვებისა და განცხადებების გამოქვეყნებასთან. 
2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტის რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატისა და  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის უზრუნველყონ ყოველთვიურად, დაგეგმილი ღონისძიებების  წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით - ყოველი მომდევნო თვის გრაფიკი არაუგვიანეს მიმდინარე თვის               25 რიცხვისა. 
3. უნივერსიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა არაუგვიანეს ერთი თვით ადრე უზრუნველყონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე იმ ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წერილობით წარდგენა, რომელიც საჭიროებს საორგანიზაციო საკითხების წინასწარ შეთანხმებასა და დაგეგმვას. 
4. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულების ხელმძღვანელებმა რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატისა და  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის უზრუნველყონ  დაგეგმილი ღონისძიების სავარაუდო თარიღამდე 4 დღით ადრე (შესაბამისი დასაბუთებით).
5.  წინამდებარე   ბრძანების   ძალაში   შესვლის  დღიდან  ძალადაკარგულად გამოცხადდეს რექტორის 2012 წლის 12 ივლისის #85/01-01 ბრძანება. 
6. დაევალოს      საინფორმაციო     ტექნოლოგიების     დეპარტამენტს     ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება