2018-10-15
ბრძანება №:259/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ენების მოსამზადებელ კურსებზე აბიტურიენტების მომზადების საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ

სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში  ენების მოსამზადებელ კურსებზე  აბიტურიენტების მომზადების  საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2018 წლის 08 ოქტომბრის N20704/10 წერილის  საფუძველზე, 

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:   
 
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ენების მოსამზადებელ კურსებზე აბიტურიენტების მომზადების ფასიანი მომსახურების ღირებულება განისაზღვროს შემდეგნაირად;
ა) პირველი  მოდული (სავალდებულო) - ინტენსიური კურსი აბიტურიენტებისთვის ენებში  (ზოგადი ინგლისურის ინტენსიური მოსამზადებელი კურსი და ქართული ენის მოსამზადებელი კურსი დამწყებთათვის);
ა.ა.) ზოგადი ინგლისურის ინტენსიური მოსამზადებელი კურსის სრული მოცულობა     განისაზღვროს  176 საათით, კვირაში 8 საათი;
ა.ბ.)  ქართული  ენის  მოსამზადებელი  კურსი  დამწყებთათვის  მომზადების სრული მოცულობა განისაზღვროს  88 საათით,  კვირაში  4  საათი;
ა.გ.) პირველი მოდულის (ზოგადი ინგლისურის ინტენსიური კურსი და ქართული ენის მოსამზადებელი კურსი დამწყებთათვის) მომზადების სრული მოცულობა განისაზღვროს  264 საათით;
ა.დ.)  პირველი მოდულის (ზოგადი ინგლისურის ინტენსიური კურსი და ქართული ენის მოსამზადებელი კურსი დამწყებთათვის) ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს  3900 ლარის ოდენობით;
ა.ე.) პირველი მოდულის (სავალდებულო) (ზოგადი ინგლისურის ინტენსიური კურსი და ქართული ენის მოსამზადებელი კურსი დამწყებთათვის) მომზადების ხანგრძლივობა განისაზღვროს მაქსიმუმ  6 ( ექვს) თვემდე;
ბ) მეორე არჩევითი მოდული - პროფესიური კურსები ინგლისურ ენაზე (ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში);
ბ.ა.) ინგლისურენოვანი პროფესიული კურსების (ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) მომზადების თითოეული   კურსის სრული მოცულობა  განისაზღვროს 96 საათით;
ბ.ბ.) ინგლისურენოვანი პროფესიული კურსების (ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) მომზადების თითოეული კურსის სრული ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს  1440 ლარის ოდენობით;
ბ.გ.) მეორე არჩევითი მოდულის -  პროფესიური კურსები ინგლისურ ენაზე (ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) მომზადების ხანგრძლივობა განისაზღვროს მაქსიმუმ  3 (სამ) თვემდე;
2. უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ენების მოსამზადებელ კურსებზე აბიტურიენტების მომზადებისთვის პირველ და მეორე მოდულებზე თითოეული ჯგუფი გაიხსნას მინიმუმ 7 მსმენელის არსებობის შემთხვევაში;
3. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ენების მოსამზადებელ კურსებზე აბიტურიენტთა მოსამზადებლად თითოეულ საგანში მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 30 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                ნუნუ ოვსიანიკოვა
 
« უკან დაბრუნება