2010-09-20
ბრძანება №:89-01-01
"სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ეტაპობრივი გადახდის თაობაზე" რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №84/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
"სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ეტაპობრივი გადახდის თაობაზე" რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №84/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
« უკან დაბრუნება
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე,
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ა. კვიტაშვილი
ვბრძანებ:
- შევიდეს ცვლილება რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №84/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტში და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის პირველი ნაწილის გადახდის ვადა გაგრძელდეს 25 სექტემბრამდე.
- ბრძანების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გამოაკრას ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
- ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
- წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52), ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ა. კვიტაშვილი