2014-07-11
ბრძანება №:101/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა  და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 3 ივლისის #10/04 ერთობლივი ბრძანების, ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რ. დოლიძის 2014 წლის 20 ივნისის #19228/02 და 2014 წლის 4 ივლისის #20643/02 წერილების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდეს კონკურსი ინგლისური ენის მასწავლებლის 1 საშტატო ერთეულზე;

2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აპლიკანტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, "ფილოლოგი_ანგლისტის" ან "ინგლისური ენის მასწავლებლის" სპეციალობით ან სერტიფიკატ "CELTA "-ს მფლობელი; 
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში მუშაობის  სულ მცირე სამწლიანი დოკუმენტურად   დადასტურებული გამოცდილება;
გ) გუნდური მუშაობისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
დ) საოფისე პროგრამების ცოდნა 
ე) რომელიმე დარგობრივი ენის ცოდნა;
   3. აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა
 ა) განცხადება კომისიის სახელზე (დანართი №1);
 ბ) ავტობიოგრაფია (Resuma/CV _ ინგლისურ და ქართულ ენებზე);

 გ) სამოტივაციო წერილი (Cover Letter) ინგლისურ ენაზე;
 დ)  პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

 ე)  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის/დოკუმენტის ასლი/ასლები  (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული "ფილოლოგი-ანგლისტი" ან  "ინგლისური ენის მასწავლებელი" ან სერტიფიკატი "CELTA "); 
 ვ) პროფესიული (ენობრივი კომპეტენციის, მეთოდური, დარგობრივი ენის)     განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატები; 
 ზ) პუბლიკაციების (სასწავლო-მეთოდური) სია;
 თ) გაკვეთილის გეგმა (Lesson plan). სასურველია, გაკვეთილის გეგმის თემატიკა ფარავდეს რომელიმე დარგობრივ ენას.
 (გაკვეთილის გეგმას უნდა ახლდეს შესაბამის უცხო ენაზე დეტალურად ჩამოყალიბებული გაკვეთილის მიზნები, სტრატეგია, გამოყენებული ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები და მიღებული შედეგების არგუმენტირებული აღწერა). 
4.  შეიქმნას საკონკურსო კომისია ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად. (დანართი №2);
5.  დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი #3);
6. მასწავლებლის შერჩევა ჩატარდება წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და კომისიის მუშაობის წესის საფუძველზე; 
7. დამტკიცდეს ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებლის ვალდებულებები (დანართი №4);           
8. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 800 ლარის ოდენობით, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
9. მასწავლებელთა სავალდებულო კვირეული დატვირთვა განისაზღვრება 12 აკადემიური საათით;
10. შერჩეული მასწავლებელი დაიტვირთოს  არასპეციალური მიმართულების  საათებით;
11. დამატებითი შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება განხორციელდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანების  საფუძველზე.
12. შერჩეული მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 4 წლის ვადით;
13. საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 14 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით ი. ჭავჭავაძის გამზ. #36 თსუ V კორპუსი, ოთახი #231; 10 საათიდან 17 საათამდე.
14. შერჩევა ჩატარდება 2014 წლის 21 ივლისიდან 2014 წლის 25 ივლისის ჩათვლით;
15. ბრძანების უნივერსიტეტის   ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
16. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში  მითითებული
     სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                      დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება