2010-02-10
ბრძანება №:22/02-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცალკეულ დეპარტამენტებში რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა ,,ორისის" დანერგვის თაობაზე

« უკან დაბრუნება
“უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის” 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ზ” პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ
ვბრძანებ
1. 2010 წლის 15 თებერვლიდან დაინერგოს რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა ,,ორისი" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო, პერსონალის მართვისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტებში.
2. დაევალოს საფინასო (ი. საღარეიშვილი), პერსონალის მართვისა (ნ. ლაცაბიძე) და მატერიალური რესურსების მართვის (დ. ჩერქეზიშვილი) დეპერტამენტებს თავიანთი საქმიანობის შესაბამისი ოპერაციები წარმართონ რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა ,,ორისის" მეშვეობით.
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს (ნ. ქოიავა) კოორდინირება გაუწიოს საფინასო, პერსონალის მართვისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტებში რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის გამართულ მუშაობას.
4. ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (ნ. ქოიავა) 2010 წლის 5 თებერვლის №2389/02 წერილი.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი
რ. ხარბედია