2015-12-16
ბრძანება №:203/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თ. ვეფხვაძის 2015 წლის 9 დეკემბრის №45750/02 წერილის საფუძველზე 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის 2 ვაკანტურ საშტატო ერთეულზე. 
2. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ უნარ-ჩვევებს:
ა) საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
   რეგულაციების ცოდნა უმაღლესი განათლების კუთხით;
ბ) ბოლონიის პროცესის შესახებ ძირითადი ინფორმაციის ცოდნა;
გ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ენას);
დ) MS office – ის პროგრამების სულყოფილად ცოდნა (მონაცემთა ბაზები, 
      სარედაქციო პროგრამები);   
3. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის pdf ვერსია) ელქტრონულად;
ბ) არანაკლებ მაგისტრის ხარისხის (ან მასთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უპირატესობა მიენიჭებათ სამართლის, განათლებისა და/ან ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტებს);
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი; 
დ) პროფესიული კვალიფიკაციის ამსახველი ორი სარეკომენდაციო წერილი ყოფილი ან/და მიმდინარე დამსაქმებლისაგან;
4. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ;
5. აპლიკანტები (ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც აკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს) წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ)  და გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;

6. შერჩეული აპლიკანტის შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა პირობები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით. 
7. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტების შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი №1).
8. საბუთები უნდა იქნეს გადმოგზავნილი  2015 წლის 18 დეკემბრიდან 2015 წლის  25 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge  სათაურის ველში უნდა მიუთითოს "ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი"
9. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე -  www.tsu.ge-ze.
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

   

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                             დ. ჩომახიძე
   

« უკან დაბრუნება