2016-11-14
ბრძანება №:208/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე აპლიკანტების განაწილების მიზნით, აპლიკანტების მიერ მიღებული ქულის გათვალისწინებით შექმნილი რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე აპლიკანტების განაწილების მიზნით, აპლიკანტების მიერ მიღებული ქულის გათვალისწინებით შექმნილი რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული "პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების’’  24-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელძღვანელის 2016 წლის 8 ნოემბრის №MES 2 16 01335789 (კანც. რეგისტრაციის №40900/02, 08.11.2016) წერილის  საფუძველზე

ვბრძანებ: 

1. დამტკიცდეს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე აპლიკანტების განაწილების მიზნით, აპლიკანტების მიერ მიღებული ქულის გათვალისწინებით შექმნილი რანჟირების დოკუმენტი №1 დანართის მიხედვით (დანართი №1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი              გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება