2018-04-28
ბრძანება №:97/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რესურსების გადაცემის კომიტეტის შექმნის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რესურსების გადაცემის კომიტეტის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანის ჰალილ გუვენის 2018 წლის 4 აპრილის №8034/10-02 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რესურსების გადაცემის მიზნით, შეიქმნას რესურსების გადაცემის კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე -კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) ალექსანდრე ცისკარიძე - თსუ რექტორის მოადგილე, მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი -კომიტეტის წევრი;
გ) რამაზ ხომერიკი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი - კომიტეტის წევრი;
დ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - კომიტეტის წევრი;
ე) შოთა სამსონია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი -კომიტეტის წევრი;
ვ) მანანა ხაჩიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი- კომიტეტის წევრი;
ზ) ოთარ თაბორიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი - კომიტეტის წევრი;
თ) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კონსულტანტი - კომიტეტის წევრი;
ი) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - კომიტეტის წევრი;
კ) მანონი ჯოჯუა - საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე- კომიტეტის წევრი;
ლ) ინგა ფარნიაშვილი - პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი -კომიტეტის წევრი;
მ) ნიკოლოზ მელქაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - კომიტეტის წევრი.
2. კომიტეტი და მისი წევრები უფლებამოსილია:
ა) საჭიროების შემთხვევაში, გადახედოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებულ შეთანხმებას, შეიმუშავოს ურთიერთშეთანხმებული ცვლილებები და შეთანხმებული ცვლილებები განსხორციელებლად წარუდგინოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;
ბ) უზრუნველყოს გადმოსაცემი ქონების მოვლა-პატრონობის პოლიტიკის შემუშავება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის რეკომენდაციების მიხედვით;
გ) შეიმუშავოს ისეთი სამოქმედო გეგმა/ინსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფს (MCC/MCA-ის კომპაქტის/პროექტის ფარგლებში შესყიდული ქონების) მოვლა-პატრონობის პოლიტიკის განხორციელებას;
დ) შეიმუშავოს პარტნიორ უნივერსიტეტებთან გასაფორმებელი მემორანდუმის ტექსტი;
ე) უცხოური აკრედიტაციების მიზნებიდან გამომდინარე, მონაწილეობა მიიღოს ობიექტების პროგრამული საკითხების ფასილიტაციაში საჭიროების შესაბამისად;
ვ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნებიდან გამომდინარე, დაადგინოს რა აკადემიური და სხვა ტიპის გადამზადებაა საჭირო STEM პროგრამების გადაცემისთვის;
ზ) კომისიის სხდომაზე მოიწვიოს სან დიეგო სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს და მისი პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
თ) უზრუნველყოს ქონების გადმოცემის პროცესში წამოჭრილი სხვა საკითხების განხილვა.
3. წინამდებარე ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება